Feeds:
ჩანაწერები
კომენტარები

აკადემია, B ლიგა

აკადემია ბ ლიგა ყოჩების ბაზაზე.

ეს არის აკადემიის 2010 წლის ბე ლიგის ბლოგი. აქ დაიწერება ყველაფერი აკადემიის თამაშებზე და მოთამაშეებზე. აკადემიის ბე ლიგაში თამაშობენ 1994–95 წლებში დაბადებული ბავშვები. გუნდის კაპიტანია ნიკოლოზ გამყრელიძე. გუნდის მწვრთნელები არიან ლევან ობოლაძე და გიორგი ელიზბარაშვილი.

აკადემია – ჯიქები

ფინალში აკადემია ჯიქებს შეხვდა. თამაში 13 ნოემბერს,  ვისოლოს სტადიონზე გაიმართა. მატჩმა იმედები გაამართლა, თამაში მართლაც, საინტერესო და დაძაბული გამოდგა.

პირველი ლელო აკადემიამ დადო. უჩა გურგენიძემ ფეხი დაარტა, ნიკა გამყერელიძემ ბურთი დაიჭირა და მიშო ბუჩუკურს გადააწოდა. მიშომ ნახევარი სტადიონი გაირბინა და ლელო დადო. პირველივე ლელო ძალიან ლამაზი გამოდგა.  ილია მელაძემ გარდასახვა კარებში ზუსტად დაარტყა.

ჯიქები გაშვებული ლელოს შემდეგ გააქტიურდა. მათ მალევე შეძლეს ლელოს დადება. ჯიქები აკადემიის ჩათვლის ხაზს მოლით გადასცდნენ. ჯიქების 11 ნომერმა გარდასახვა არაზუსტად დაარტყა. ჯიქების პირველ ლელოს მეორეც მოჰყვა. მათ ლელო ისევ შერკინებით დადეს.  ჯიქებმა ისევ ვერ გაიტანა გარდასახვა და ანგარიში 10:7 გახდა.

როდესაც ილია მელაძემ ბურთი გადაკიდა, მას ჯიქების მოთამაშემ ფეხი დაუდო. ჯიქების მორაგბე სინბინით გააძევს. მალევე კართან ახლოს ჯიქებმა ჯარიმა აიკიდეს. ილია მელაძემ ზუსტად შეასრულა ჯარიმა და ანგარიში 10:10 გახდა. პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დამთავრდა.

მეორე ტაიმში ლელო დადა აკადემიის ექვსმა ნომერმა საბა შუბუთიძემ. მელაძემ ისევ ზუსტად დაარტყა. ჯიქებმა ჯარიმა გაიტანეს და ანგარიში ოთხ ქულამდე შემცირდა. აკადემიამ მოუმატა თამაშს და ლელო გიორგი გოგლიძემ დადო. ანგარიში 22:13 გახდა. მელაძემ გარდასახვა ვერ გაიტანა.

შემდეგ აკადემიამ ბევრი ჯარიმა აიკიდა. ამის გამო ჯიქებმა ლელო დადეს და გარდასახვა ვერ გაიტანეს. 22:18. ბოლო წუთამდე ჯიქები აკადემიას უტევდნენ, მაგრამ აკადემია დაცვაში კარგად იდგა. ამის გამო ჯიქების მორაგბემ დაწოლილმა ითამაშა. უჩა გურგენიძემ ბურთი აუტში გადააგდო და აკადემია ჩემპიონი გახდა.

აკადემია ქუთაისის აიას ვარკეთილის მეურნეობის სტადიონზე 25 ოქტომბერს გაიმართა. ამინდმა სანახაობას ხელი არ შეუწყო, ტალახში აკადემიამ იბრძოლა და 7:3 მოიგო. 4 ქულა არაფერია რაგბიში, ამიტომ ქუთაისშიც დაძაბული თამაში გამოდგა. წინა წელს აკადემია, ქუთაისში დამარცხდა, მაგრამ ამჯერად თბილისელებმა იგივე შეცდომები აღარ დაუშვეს.

ქუთაისელებმა შინ ძალიან კარგად და სუფთად ითამაშეს. ქუთაისში აკადემია დაწინაურდა. ლელო დათო თავართქილაძემ დადო, მარამ ტაიმის ბოლოს ქუთაისმა გაათანაბრა და ანგარიში 5:5 გახდა. ორივე გუნდმა რეალიზაცია გააფუჭა. მეორე ტაიმიში ქუთაისმა ისევ დადო ლელო და ისევ გააფუჭა გარდასახვა, 10:5. თამაშის ბოლომდე სამი წუთი იყო დარჩენილი, როდესაც ილია მელაძემ კარებში ჯარიმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში 10:8 გახდა. ამ ანგარიშითვე დამთავრდა თამაში. მიუხდავათ წაგებისა აკადემიას თბილისშ მოგებული ჰქონდა და საბოლოო ჯამში აკადემიამ 15:13 მოიგო.

აკადემიას წინ ყველაზე გადამწყვეტი თამაში ფინალი ელოდებოდა. ფინალში აკადემია ჯიქებს შეხვდა.

This slideshow requires JavaScript.

სლაიდშოუში ნაჩვენებია მეორე თამაშის ფოტოები.

აკადემიამ პირველი წრე, 25 ქულით, მეორე ადგილზე დაასრულა. დასავლეთში კი ფოთი მესამე ადგილზე გავიდა. მეოთხედ ფინალში, სწორედ ეს ორი გუნდი შეხვდა ერთმანეთს. ფოთის კოლხი რაინდები გაცილებით უფრო რთული მეტოქე აღმოჩნდა, ჩვენ გვეგონა.

პირველი შეხვედრა, 6 ოქტომბერს, ფოთში გაიმართა. 6-ში ძალიან წვიმდა, მაგრამ მატჩი მაინც არ ჩაიშალა. წვიმამ რა თქმა უნდა იმოქმედა თამაშის მსვლელობაზე.  აკადემიამ დაძაბულ ბრძოლაში 16–8 გაიმარჯვა.

განმეორებითი თამაში, თბილისში, 13 ოქტომბერს შედგა. აკადემია გავარდნის პირას იყო, როდესაც შეცვალზე შემოსულებმა, ზურა გაბრიჩიძემ და დათო თავართქილაძემ ლელოები დადეს. ერთი ლელო რამაზ მაზმიშვილმაც დადო. აკადემია თბილისში 18–19 დამარცხდა, მაგრამ ნახევარ–ფინალში გავიდა. ნახევარ–ფინალში აკადემიას ივერია–ქუთაისის გამარჯვებული გუნდი შეხვდება.

აკადემია – ივერია

30 ოქტომებრეს აკადემია ივერიას ეთამაშა. ივერიამ დაძაბულ ბრძოლაში მოიგო 17:15. ლელოები დადეს: ილია მელაძემ და გიორგი ოზბეთელაშშვილმა. გარდასახვა გაიტანა დათო ქარქაშაძემ, ჯარიმა გაიტანა ილია მელაძემ. აკადემიამ პირველი ციკლში მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში ფოთს ეთამაშება.

აკადემია – ხულიგანა

24 ოქტომბერს შედგა თამაში აკადემიასა და ხულიგანას შორის. აკადემიამ ხულიგანას 18:0 მოუგო. ორი ლელო დადო ბაჩი კიკნაველიძემ. გარდასახვა და ორი ჯარიმა ილია მელაძემ გაიტანა.